რეგიონი
სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გუბერნატორმა თხილის ახალი საწარმო დაათვალიერეს (ვიდეო)
შეღავათიანი აგროკრედიტისა და გრანტის მეშვეობით სამეგრელოში კიდევ ერთი თხილის საწარმო გაიხსნა, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დაათვალიერეს.

საწარმო დამტვრეული, დაკალიბრებული, გამშრალი თხილის წარმოებას უზრუნველჰყოფს და მასში 50 ადამიანი დასაქამებული. „ნათინვესტში“ სულ 430 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 172 ათასი დოლარი გრანტია, 215 ათასი დოლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმო წლიურად 300 ტონა მზა პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომელიც ევროკავშრის ქვეყნებში გავა.


Print