რეგიონი
სოფელ ურთაში სამ მამაკაცს ეძებენ
ზუგდიდის რაიონ სოფელ ურთაში პოლიცია გუშინ დილით გაუჩინარებულ სამ მამაკაცს ეძებს.

მათი კუთვნილი ფორდის მარკის მიკროავტობუსი ამავე სოფელში, მდინარე ჯუმის ნაპირზე იპოვეს, ხოლო ერთ-ერთის კუთვნილი მობილური ტელეფონი მდინარე უჩაღელეს მიმდებარედ.

არსებული ინფორმაციით, ერთი ხობის მკვიდრია, ხოლო დანარჩენი ორი - ზესტაფონიდან არიან. ცნობილია, რომ ისინი ზუგდიდში მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობდნენ.

დაკარგულების ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ისინი ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Print