რეგიონი
"უსაქმური", "უზრდელი" - დაპირსიპირება ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)
ქ. ზუგდიდის მერის მუშაობის ანგარიშის წარდგენის დროს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი ქანთარიას რეპლიკას მოყვა. მან წითლიძეს ჰკითხა ხედავდა თუ არა ის რაიმე დადებითს ხელისუფლების საქმიანობაში.  დეპუტატმა გუბერნატორის მოადგილეს უსაქმური უწოდა. თავის მხრივ, ქანთარიამ საკრებულოს წევრს "უზრდელი" უწოდა.

Print