რეგიონი
რაულ ხაჯიმბა ვლადიმირ პუტინს შეხვდება
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დღეს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

გამოცემა "აქტუალნიე კომენტარისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხაჯიმბა იმ თემებს შეეხო, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილავს. მათ შორის, რუსეთთან მეკავშირეობის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას და მისი შემდგომი განმტკიცების პერსპექტივებს.

ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელშეკრულების დადებას უკვე მოჰყვა შედეგი და აფხაზეთში მცოხვრებ მოქალაქეებს პენსია გაეზარდათ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმი დაინტერესებულია აფხაზურ-რუსული საზღვრის გადასაკვეთად უფრო კომფორტული პირობების შექმნაში.

მისი თქმით, მნიშვმნელოვანია საკითხი, რომელიც რუსეთისთვის სარკინიგზო ვალის გადახდას უკავშირდება, ასევე განიხილება თანამშრომლობის საკითხები, რომელთა შედეგად შესაძლებელი გახდება რუსული ინვესტიციების მოზიდვა ენერგოსფეროში, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაში და სხვ.
Print