რეგიონი
ენგურის ხიდზე მოძრაობა შეზღუდულია
ენგურის ცენტრალურ ხიდზე რამდენიმე დღიანი თავისუფალი მოძრაობის შემდეგ მიმოსვლა ისევ შეიზღუდა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ასობით ადამიანი გალში, საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

"საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ლუსტრაცია მოხდა. იყო ლაპარაკი, რომ გალის მოსახლეობაზე არაფხაზური ახალი პასპორტები გაიცემოდა და ამას ბინადრობის უფლებით ჩაანაცვლებდნენ", - აცხადებს ალექსანდრე ჩიკვაიძე.

ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ ბინდარობის უფლების ცნობა გალის მოსახლეობას უფლებებს შეუზღუდავს. კერძოდ, მათ ე.წ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, შეეზღუდებათ ქონების დაკანონება და სხვ.

ცნობისთვის, ენგურის ხიდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მოძრაობა "საშვების" გარეშე იყო შესაძლებელი.

Print