რეგიონი
საქართველოს 60 სოფლის, მათ შორის ცაიშის გაზიფიცირებისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა
60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარს გამოყოფს.

მთავრობის განკარგულებას "საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ" დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე. ეს არის 21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი სოფლების, როგორიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი და ა.შ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ბუნებრივი გაზი კიდევ 8 000-მდე აბონენტს ექნება.
Print