რეგიონი
პაატა ბურჭულაძემ ფოთსა და ზუგდიდში "საქართველოს განვითარების ფონდის" ოფისები გახსნა
მსოფლიოში ცნობილმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ "საქართველოს განვითარების ფონდის" წევრებთან ერთად, ფოთსა და ზუგდიდში ფონდის რეგიონული ოფისები გახსნა.

მან და ფონდის წევრებმა ფოთისა და ზუგდიდის ცენტრალური ქუჩები ფეხით მოიარეს და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

პაატა ბურჭულაძემ შეკრებილ საზოგადოებას დღეს „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც წარუდგინა. ზუგდიდელმა დავით დგებუაძემ დღეს ახალგაზრდებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ფონდში, რათა მოხდეს მათი პრობლემების, საჭიროებების იდენტიფიცირება და გამოსავლის ძიება.

პაატა ბუჭულაძემ ასევე შეხვედრა გამართა ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებასთან.

დღეიდან ფოთისა და ზუგდიდის მაცხოვრებლებს ფონდში გაწევრიანება შეეძლებათ.

Print