რეგიონი
მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთი იჯარით გაიცემა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

მინისტრმა და გუბერნატორმა ადგილობრივებს მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გააცნეს.

ამავე შეხვედრაზე მოსახლეობას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ ინიციატივაზე ესაუბრნენ. სააგენტო 5 წლის ვადით იჯარით გასაცემად მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპლუატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთის გატანას გეგმავს. აუქციონის საწყისი ფასი ყოველწლიური ბრუნვის 5 % იქნება. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას აუქციონში მონაწილეობის პირობებიც განუმარტა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. მათივე მტკიცებით, რეგიონში მოთხოვნა გაიზრდება საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე და სანაოსნო ტრანსპორტის მომსახურებაზე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.