რეგიონი
ზუგდიდში დევნილთათვის ბინების გაცემაზე აპლიკაციის შევსება დაიწყო
ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბინების გადაცემის მიზნით აპლიკაციის შევსება დაიწყო. აჭარისა და სამეგრელო-ზემოს სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას განმარტებით, დევნილებს, რომლებმაც ბინების მიღებაზე განაცხადი 2014 - 2015 წლებში  შეიტანეს, აპლიკაციის ხელახლა შევსება არ მოუწევთ.

აპლიკაციის შევსება დღეს დაიწყო და ის ორ თვეს გაგრძელდება. “საქმე ეხება ბარამიას ქუჩაზე მშენებარე 2 თორმეტ სართულიან კორპუსს და ფაიფურში ,დემურიას #1 ნომერში, არსებულ ადმინისტრაციულ შენობას, რომელშიც რეაბილიტაცია- დემონტაჟის შემდეგ 47 ოჯახი შესახლდება”, - განუცხადა რადიო „ათინათს“ მანუჩარ ჩილაჩავამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში აფხაზეთიდან დევნილმა 320- მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი 1 წლის წინ მიიღო.
Print