რეგიონი
ქუთაისის აეროპორტიდან მესტიაში ხვალიდან ახალი ავიარეისები შესრულდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს - 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი - ქუთაისისა და ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით. ბილეთის ფასი 50 ლარი იქნება.

ფრენები მესტია - ქუთაისი და ქუთაისი - მესტიის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 40 ლარი იქნება, ბავშვებისთვის - 28 ლარი, ჩვილებისთვის უფასო.

ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ბავშვებისთვის კი 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა).

რეისებს ავიაკომპანია "სერვისეარი" შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია "Vanilla Sky”-ში.

Print