რეგიონი
ანაკლიის პორტის პროექტმა ვაშინგტონში წლის სტრატეგიული პროექტის ჯილდო მიიღო
ანაკლიის პორტის პროექტმა ვაშინგტონში გამართულ გლობალური ინფრასტრუქტურის ლიდერშიპის ფორუმზე წლის სტრატეგიული პროექტის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იტყობინება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირებაში, თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული ჩონტი Iნტერნატიონალ-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებულმა კომპანიამ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაიმარჯვა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.

კონსორციუმის წარმომადგენლების განცხადებით, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.


Print