რეგიონი
ოჩამჩირეში დისპანსერიზაცია დაიწყო
ოჩამჩირის რაიონში მოძრავმა პოლიკლინიკამ მოსახლეობის დისპანსერიზაცია დაიწყო. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ღონისძიებები მას შემდეგ განახლდა, რაც აფხაზეთში გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით კარანტინი დასრულდა.

მანამდე დისპანსერიზაცია ტყვარჩელის რაიონში ჩატარდა.

ოჩამჩირის რაიონში პროცესი მაისი შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

ქალაქში მუშაობის დასრულების შემდეგ მობილური პოლიკლინიკა ოჩამჩირის რაიონის სოფლებში გავა.
Print