რეგიონი
ზუგდიდში მძღოლები აქციას მართავენ
ზუგდიდში, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მძღოლები აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც "მეტრო ჯორჯიას" დღეს თბილისის მიმართულებით რესისი უნდა განეხორციელებინა, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანიის სატრანსპორტო ბაზრიდან გასვლას ითხოვენ.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

სატრანსპორტო კომპანია "მეტრო პლიური" დღეს პირველი რეისის განხორციელებას ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით გეგმავდა.
Print