რეგიონი
ვახტანგ კაკულია: "მე ვარ ბიზნესმენი და რა შუაშია ჩემი ძმა"(ვიდეო)
"მეტრო პლისუსის" დამფუძნებელი ვახტანგ კაკულია ზუგდიდში მძღოლების აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ბიზნესი კანონიერია. მან აღნიშნლი განცხადება ზუგდიდში, საკუთარი კომპანიის ოფისში გააკეთა.
ფოთის მერის ძმის განცხადებით, ის თავისუფალი ადამიანია და მის ძმას ამ საქმესთან კავშირი არა აქვს.

"რა შუაშია ჩემი ძმა, მე ვარ თავისუფალი მოქალაქე და მაქვს ჩემი ბიზნესი. ვარ ამ კომპანიის დამფუძნებელი და კიდევ უმსხვილეს კომპანიას წარმოვადგენ სამეგრელოში. ჩემი საქმიანობა არის კანონიერი და ნებისმიერ დაინტერეებულ ადამიანს შემიძლია შესაბამისი დოკუმენტები წარვუდგინო", - აღნიშნა ვახტანგ კაკულიამ.

მისი თქმით, დღეს კომპანია კიდევ ორ რეისს შეასრულებს, ხოლო 18 მარტიდან სრული დატვირთვით იმუშავებს.

ცნობისთვის, დილიდან ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საიდანაც "მეტრო პლიუსის"ავტობუსს დღეს თბილისის მიმართულებით პირველი რეისი უნდა განეხორციელებინა, მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ამავე აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა.

Print