რეგიონი
მოშიმშილე მძღოლები დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა უცვლელია - გავიდეს ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზრიდან კომპანია "მეტრო პლიუსი".

გაფიცული მძღოლების თქმით, დღეიდან დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან არცერთი საქალაქთაშორისო რეისი არ შესრულდება.

აქციის მონაწილეები ზუგდიდში დეპუტატების ჩასვლას და მათი მხრიდან ვითარების ადგილზე გაცნობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავად განმარტავენ, 10 მოშიმშილე ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას იქ გააგრძელებს.


Print