რეგიონი
ზუგდიდში არასტანდარტული პანდუსების არსებობა გააპროტესტეს (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაციის „საუნჯე“ ზუგდიდში არასტანდარტული პანდუსების არსებობას აპროტესტებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის

იაგო ფასანძის განმარტებით, მიუხედავდ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების დაპირებებისა, რომ პირადად გააკონტროლებდნენ ნებისმიერ მშენებლობას და რეაბილიტაციას, დარღვევები მაინც ვლინდება.

„პროკრედიტ ბანკთან“ არსებული შედარებით სტანდარტული პანდუსი გახდა არასტანდარტული. პანდუსების ქანობი არ უნდა აღემატებოდეს 6-8 გრადუსს, თუმცა ჩვენ მივიღეთ 50 გრადუსზე მეტი“, - განაცხადა ფასანძემ.

 

საკითხზე კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე თოდუამ, რომლის ინფორმაციით, პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად მიმდაინარეობს.

Print