მწვანე საფარის მართვის შესახებ ზუგდიდის გამგეობაში სემინარები იმართება (ვიდეო)
16:40 / 04.04.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მწვანე საფარის მართვის
საკითხებზე სემინარები
იმართება. ტრენინგს, რომელივ კიდევ ორ დღეს გასტანს, სამეგრელო-ზემო
სვანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან.
ტრენინგ-სემინარები პროექტის "ტყის მართვა საქართველოში" ფარგლებში
ტარდება და მისი მიზანია თვითმმართველობებში "გამწვანების სამსახურის"
სისტემის გაუმჯობესება.
აღნიშნულ პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო
ორგანიზაციების ქსელი - CENN, ავსტრიის თანამშრომლობა
განვითარებისთვის ფინანსური მხადაჭერით ახორციელებს.
თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს CENN -ის ექსპერტი დავით სამხარაძე
უძღვება.
მასალის გამოყენების პირობები