რეგიონი
რაულ ხაჯიმბა გალის რაიონის დაბალის ზონის სოფლებში იმყოფებოდა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გალის რაიონში ჩავიდა, სადაც რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, თემურ ნადარაისთან ერთად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა. კერძოდ, ის გალის რაიონის დაბალ ზონაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.

ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გალის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია დადებითად აისახება რაიონის მოსახლეობის ცხოვრებაზე. "ჩვენ გვსურს, რომ ის არანაკლებ მოწესრიგებული იყოს, ვიდრე ჩვენი რესპუბლიკის სხვა ქალაქები", - აღნიშნა მან.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ხაჯიმბამ ასევე სოფელ თაგილონში განლაგებული საკონტროლო - გამშვები პუნქტი დაათვალიერა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ის 2016 წლის 15 აპრილს უნდა დაიხუროს.

მანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელი ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში იმყოფებოდა.
Print