რეგიონი
რაულ ხაჯიმბამ ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ქ. სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ/შ ადგურ ხარაზია იქნება, გაგრის რაიონში - ბესლან ბარციცი, გუდაუთის რაიონში - რუსლან ლადარია, გულრიფშის რაიონში - ასლან ბარათელია, ოჩამჩირის რაიონში - ხრიპს ჯოპუა, ტყვარჩელის რაიონში - აიდა ჩაჩხალია, ქ. პიცუნდაში - ჩინგიზ ბიგვავა; ახალი ათონის ადმინისტრაციას ფელიქს დაუთია უხელმძღვანელებს.

აღნიშნული პირები ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მოვალეობას ახალი მმართველების დანიშვნამდე შეასრულებენ.



Print