რეგიონი
ბრაზილიის პრეზიდენტს იმპიჩმენტი ემუქრება
პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო. სახელმწიფოს ხელმძღვანელს, დილმა რუსეფს ოპოზიცია საბიუჯეტო სახსრების არასათანადო გადანაწილებაში ადანაშაულებს. ბრაზილიის ფედერალურმა საანგარიშო პალატამ სახელმწიფოს 2014 წლის ანგარიში უსაფუძვლოდ ცნო. გარდა ამისა, რუსეფის სახელი სკანდალურ კორუფციულ გარიგებებთან არის დაკავშირებული.

მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები ოპოზიციური ძალების ქმედებებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებენ. რიო - დე - ჟანეიროში ათასამდე ადამიანი ქუჩებში გამოვიდა დილმა რუსეფის მხარდასაჭერად, მათ შორის, მისი წინამორბედი - ლულა და სილვა.

აღნიშნულ საქმეს, პარლამენტი ერთი კვირის განმავლობაში განიხილავს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა ხმათა ორი მესამედი. თუკი ასე მოხდა, მის მოვალეობას ვიცე - პრეზიდენტი მიშელ ტემერი შეასრულებს.
Print