რეგიონი
"კონტი ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტი: ანაკლიის პორტში პირველი გემი 2019 წელს შემოვა (ვიდეო)

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.


ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად დღეს ანაკლიაში "კონტი ჯგუფის", "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულებისას "კონტი ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტმა, პოლ ფორსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე გარემოზე ზეგავლენის შეფასების სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ - კომპანია მიგრაციული ჩიტების აღრიცხვას აწარმოებს. მისი თქმით ანაკლიის პორტი მსოფლიოს ეკოლოგიური პორტების რიცხვში უნდა შევიდეს. პოლ ფორსმა განმარტა, რომ ანაკლიის პორტი 2019 წლის დასასრულს ამოქმედდება და რეგიონის ეკონომიკაზე ეს საგრძნობლად აისახება.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ ფიჩხაიამ პრეზენტაციაზე პორტის პოტენციალზე და მისი ოპერირების დეტალებზე ისაუბრა.

ამავე თემაზე:

ლევან შონია: პორტის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება (ვიდეო)

ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

Print