რეგიონი
"ძველი ზუგდიდი და ევროპული ღირებულებების" გამარჯვებულები დააჯილდოვეს (ვიდეო)

ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართულ-ევროპულ კვლევებზე კონფერენცია მოეწყო. სადაც პროექტის "ძველი ზუგდიდი ევროპული ღირებულებები" მონაწილეები დააჯილდოვეს.

მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 30 მოსწავლე და სტუდენტი იყო ჩართული, ექვსი საუკეთესო თემის ავტორს ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოვებას ქალაქის რესურსცენტრის უფროსი კახაბერ ფარცვანიაც დაესწრო. მან ახალგაზრდებს ძეგლთა დაცვის დღე მიულოცა და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ურჩია.

Print