რეგიონი
ზუგდიდში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება (ვიდეო)


ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაცხვში ევროპული სტანდარტების სანიტარული

ნაგავსაყრელი აშენდება. წინასწარი პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევროა, ადგილობრივ მთავრობას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა წარუდგინა. მშენებლობას გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

გიორგი შუხოშვილის განმარტებით, პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თქმით, ნაგავსაყრელის მშენებლობის და ოპერირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში მხოლოდ ერთი - ახალი ნაგავსაყრელი იმუშავებს, დანარჩენი დაიხურება.

 

Print