რეგიონი
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ღამით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში შეიარაღებულები ფეხით გადაადგილდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
Print