რეგიონი
სოხუმი: ConIFA-ს ჩემპიონატზე უფასო დასწრება არ იქნება
სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, დე ფაქტო აფხაზეთის შ.ს. საქმეთა მინისტრმა ლეონიდ ძიაპშბამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა, ConIFA - ს ჩემპიონატთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ლეონიდ ძიაპშბას განცხადებით, სოხუმში, ჩემპიონატის მსვლელობისას, საზოგადოებრივ წესრიგს შს სამსახურის 300-ზე მეტი თანამშრომელი დაიცავს. უსაფრთხოების მიზნით, სოხუმი-ფსოუს გზის მთელ მონაკვეთზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება.
რუსლან აჯინჯალმა აღნიშნა, რომ ჩემპიონატის მონაწილე თოთოეულ გუნდში 25 სპორტსმენი ითამაშებს. ასევე, მოსალოდნელია 500 - მდე უცხოელი სტუმრის ჩამოსვლა.
ამავე ინფორმაციით, გულშემატრკივრები ჩემპიონატის თამაშებს უფასოდ ვერ დაესწრებიან. მოსალოდნელია, რომ გაიყიდება 85 ათასამდე ბილეთი, რომელიც 200- დან 700-მდე რუბლი ეღირება.
სოხუმში 28 მაისს არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი ConIFA 2016 გაიხსნება. ტურნირში 11 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს.
Print