რეგიონი
ზუგდიდში დღეს შსს-ს არქივის უნიკალური მასალების ჩვენება გაიმართება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით წარმოადგენს პროექტს - „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად!“

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კრებულში თავმოყრილი საინტერესო მასალები, მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს დაუმახინჯებლად, პირველწყაროდან მიაწვდის ფაქტობრივ მონაცემებს მათი კუთხის უახლესი ისტორიის შესახებ.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და ,,ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.

გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში კინოჩვენებასთან ერთად მოეწყობა გამოფენა ბანერებისა და სხვა ილუსტრირებული მასალის სახით. ღონისძიებას დაესწრებიან შს სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Print