რეგიონი
შსს-ს არქივის უნიკალური მასალების ჩვენება ზუგდიდში
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მასალებზე დაყრდნობით პროექტის - „აღადგინე ისტორია შსს არქივთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა.

წარმოდგენილი იყო სპეციალური გამოშვება - "არქივის კვალდაკვალ-ზუგდიდი". კრებულში თავმოყრილი იყო გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შემდეგი დოკუმენტაცია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში; გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა; 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები, სპეცოპერაციის დროს, ერთ ღამეში გადასახლებულ ზუგდიდელთა გვარ-სახელები.

ღონისძიებას შს სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოსამართლეები, ლექტორები, მასწავლებლები, სტუდენტები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
Print