რეგიონი
კორცხელში არჩევნები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება. კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო. ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განმარტებით, აღნიშნული საკონტროლო ფურცელის შევსებამ და პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურებმა გამოიწვია.

კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვარადებულ ლაშხია, "ქართული ოცნებიდან" ამირან ლაგვილავა და "თავისუფალი საქართველოდან" თეონა ქარდავა - იბრძვის.

სოფელში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 1985 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print