რეგიონი
„სვიმონ კანანელის გზაზე“ მსვლელობა ენგურის ხიდზე დასრულდა (ვიდეო)
23 მაისი წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღეა. წმინდანის სულის მოსახსენებელი პარაკლისი ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმა დავით კონჯარიამ აღავლინა.

მომლოცველთა ჯგუფს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და ადგილობრივი მრევლი შემოუერთდა.

„ვადიდოთ ჩვენი მოციქული სიმონ კანანელი და შევთხოვოთ მას მშვიდობისთვის ევედროს ღმერთს, რათა შემოგვირიგოს აფხაზი და ოსი ძმები“ - განაცხადა მან.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან 4 მაისს წამოსული მომლოცველები გზაში 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 
Print