რეგიონი
ზუგდიდში 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება

ხურჩის ინციდენტის გამო, ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი

საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება. მერიის ცნობით, 26 მაისს, 9-დან 10 საათამდე, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ამის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და სპირიდონ კედიას ძეგლებს ყვავილებით შეამკობენ. ასევე, 12 საათზე, ლომოურის ქუჩაზე, ფრანგულ სკოლასთან, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელობის სკვერი გაიხსნება.

19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის რაიონის მკვიდრი გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

 

Print