რეგიონი
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის გამო, არ ტარდება. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, 26 მაისს, დილით 09:00-დან 11:00 საათამდე, ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სამშობლოსათვის დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება.

11:00-დან 12:00 საათამდე ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლებს, რის შემდეგაც, 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერი გაიხსნება. ყველა ღონისძიება, რომელის ქალაქში დღის განმავლობაში ჩატარდება, 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის პირობით საზღვართან მოკლულ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას ეძღვნება.

ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ. ხარჯებს ქალაქ ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.
Print