რეგიონი
აჭარაში შავი ზღვის წყლის კომპლექსური შესწავლა იწყება
25 წლიანი პაუზის შემდეგ, აჭარაში შავი ზღვის წყალს კომპლექსურად შეისწავლიან. ბათუმის პორტში რუმინეთის კვლევითი გემი Mare Nigrun - უკრაინიდან, ქალაქ ოდესიდან შემოვიდა. სამუშაოებში 40 მეცნიერი და შავი ზღვის მკვლევარი ჩაერთვება.

ბელგიელმა, რუმინელმა, უკრაინელმა და ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს შავი ზღვის აკვატორია კომპლექსურად უნდა შეისწავლონ და როგორც თავად ამბობენ, შავ ზღვას" დიაგნოზი უნდა დაუსვან".

ისინი აცხადებენ, რომ წლებია შავი ზღვის სანაპიროები მყარი ნარჩენებით, ნავთობით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით სისტემატიურად ბინძურდება, ასევე გამოსაკვლევია თუ რა ზიანი მიადგა წყალს  და როგორ შეიძლება ზარალის გამოსწორება.

ზღვის წყლის  ბიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური კვლევის კომპლექსური შედეგები შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
Print