რეგიონი
"გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" - ტრენინგი ჭითაწყარის სკოლაში (ვიდეო)

სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩქაროსნული გზატკეცილისა და მის მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში საგზაო

უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგი ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრები ჩქაროსნული გზატკეცილის E60 მიმდებარედ განლაგებულ სკოლებში კამპანიის "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" ფარგლებში ხორციელდება.

ზუგდიდელ მოსწავლეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი რუსუდან ხუბულავა შეხვდა და მაგისტრალზე არსებულ სააფრთხეებზე, ასევე პრევენციის ზომებზე ესაუბრა.

ტრენინგის მსვლელობისას ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის წესები, საფრთხეების თავიდან აცილების მეთოდები და 2015 წელს დაფიქსირებული ავტოსაგზაო შემთხვევის სტატისტიკა გააცნეს.

შეხვედრას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გზაზე გადაადგილებისას წესების დაცვისკენ მოუწოდეს.
კამპანიის ფარგლებში ბავშვებს საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოები და ამრეკლი საშუალებები გადაეცათ.

კამპანიას "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაციასთან "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ერთად ახორციელებს.

 

Print