რეგიონი
სოხუმს FIFA- ს წევრობა სურს
ფიფასა და უეფაში შესვლა აფხაზეთისთვის აქტუალური საკითხია, ამის შესახებ ConIFA - ს ჩემპიონატის ორგკომიტეტის წევრმა შამილ აძინბამ ფიფას ოფიციალურ წარმომადგენლებთან, დაგ ლარსენთან და სერგეი აზიზოვთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. .

„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, ფიფას აგენტმა, სერგეი აზიზოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
«ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზეთი – სავსებით ღირსეული ქვეყანაა, რომელიც შეიძლება ფიფაში წარსდგეს, მას აქვს თავისი ტერიტორია, ჰყავს მთავრობა, ენა.
აქ ხალხს ყოველთვის უყვარდა ფეხბურთი», - თქვა მან.

ფიფას ოფიციალური წარმომადგენლები დე ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე ConIFA - ს ჩემპიონატზე დასასწრებად 31 მაისს ჩავიდნენ.
Print