პოლიტიკა
კოდორის ხეობაში აფხაზი მესაზღვრე დაიღუპა
კოდორის ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად აფხაზი მესაზღვრე ტარიელ ლომია დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კოდორის ხეობაში სატვირთო მანქანა, რომელსაც აფხაზი მესაზღვრეები გადაჰყავდა, 1 ივნისს ხევში გადავარდა.

მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 5 მძიმედ დაშავდა, ყველა მათგანი ამჟამად სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოხუმიდან 50 კილომეტრში მოხდა.


Print