რეგიონი
კორცხელის დაპირისპირებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ზუგდიდში ჩატარდება
კორცხელის დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. პროცესი დღეს გაიმართება. პროკურატურა ექვსივე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

შსს-მ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი 6 პირს 1-ელ ივნისს წაუყენა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

ზუგდიდის  რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დღეს 15 საათზე ჩაინიშნა.
Print