რეგიონი
სოხუმი: პასპორტიზაციის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის განცხადებით, 6 ივნისიდან  ახალი პასპორტების გაფორმების წესის შესახებ ინფორმაცია მას  უნდა წარედგინოს, ხოლო ერთ კვირაში - მათი გაცემის პროცესიც დაიწყოს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ პასპორტიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე დღეს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ "უკვე ბევრია გაკეთებული, თუმცა, არის პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს და მუშაობა უკვე დაწყებულია".

აქამდე, საპილოტე პროექტები მხოლოდ სოხუმისა და მისი რაიონის 4 საპასპორტო განყოფილებაში ამოქმედდა. ამ დროის განმავლობაში,
აფხაზი სპეციალისტები პასპორტების გაცემის ავტომატიზირებული სისტემის მართვას ეუფლებოდნენ.


Print