რეგიონი
ზუგდიდში 50-ზე მეტ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქალაქ ზუგდიდში, 52 ქუჩის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. აქედან, 31 ქუჩაზე, სადაც ასაფალტო-ბეტონის საფარია, ორმული შეკეთებაა დაგეგმილი, ხოლო 21 ქუჩა მოიხრეშება.

ორმული შეკეთება ჩაუტარდება შემდეგ ქუჩებს:

8 მარტის, ქუთაისის, ი. ჭავჭავაძის, გამსახურდიას, ჯანაშიას, ტოლსტოის, მეუნარგიას, პუშკინის , ხელაიას , თავისუფლების, დოჩიას, თბილისის, ქირიას, ბარამიას , ლაზის, ცოტნე დადიანის , დადვანის, დარასელის, კედიას, კიტიას, კოსტავას, ლევან II დადიანის, მარცხენა სანაპიროს, მესხიას, ნიკოლაძის, ნინოშვილის, ოდიშის , ქუჯის, შარტავას, სტალინის , თამარ მეფის, სოსელიას და გრიშაშვილის ქუჩებზე.


მოიხრეშება შემდეგი ქუჩები :

გოროზიას (პირველი შესახვევითურთ), რიგის, თეთრი გიორგის( ქუჩის ბოლო და პირველი შესახვევის მონაკვეთები), გრიბოედოვის (ქუჩის ბოლო მონაკვეთი, პირველი და მეორე შესახვევებით), ნუცუბიძის, კედიას (ქუჩის ჩიხი) , კიევის, თაბუკაშვილის ( ქირიას ქუჩამდე და ბოლო მონაკვეთი), ლაღიძის, (ლტოლვილთა დასახლება), დ. ჯიქიას ( III და IV შესახვევი), ტ. გრანელის, კოსტავას( ბოლო მონაკვეთი), სოხუმის (ქუჩის III და I შესახვი), ჭავჭავაძის ( I შესახვევი), მარჯვენა სანაპიროს, ვაჟა ფშაველას (შესახვევი), ვარშავისა და კობახიძის (ბოლო მონაკვეთი - ხიდბოგირიდან გზის გადაკვეთამდე) ქუჩები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი გამოიყო. მერიამ მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადა და ის 22 ივნისს დასრულდება.

Print