რეგიონი
ზუგდიდის გამგეობაში შემცირებები იწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები შემცირებების და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს. შესაბამისი ბრძანება გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ 6 ივნისს გამოსცა,სადაც აღნიშნულია, რომ შტატების შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 45 დღეში გატარდება.

გამგეობის თანამშრომლებისთვის გაუგებარია,თუ რის საფუძველზე მოხდება შემცირებები და რას უკავშირდება ის.

"გუშინ გაგვაფრთხილეს, განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა. ვიყავით ყველაზე მოქნილი მუნიციპალიტეტი, თავისი მართლაც მნიშვნელოვანი პროექტებით...არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო შემცირება", - უთხრა რადიო "ათინათს" გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ.

გამგეობაში 231 ადამიანი მუშაობს, აქედან 13 ხელშეკრულებით, დანარჩენი კი მუდმივი თანამშრომელია.

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში აცხადბენ, რომ საჯარო მოხელეების შრომითი ანაზღაურება განსაზღვრული წესის შესაბამისია და ის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 24% ოდნავ აჭარბებს.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ეს ციფრი 25% არ უნდა აღემატებოდეს.

Print