რეგიონი
სოხუმში ConIFA-ს ჩემპიონებს "სახელმწიფო" ჯილდოები გადაეცათ
სოხუმში ConIFA - ს ეგიდით ჩატარებული საფეხბურთო ტურნირის ჩემპიონის - „აფხაზეთის ეროვნული ნაკრების“ მწვრთნელს და ფეხბურთელებს III ხარისხის "სახელმწიფო ორდენები" გადაეცათ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი. საზეიმო ცერემონია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. სპორტსმენებმა ასევე ფულადი ჯილდოები მიიღეს.

28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით სოხუმსა და გაგრაში ConIFA-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალურ მატჩში, რომელიც 5 ივნისს სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე შედგა, „აფხაზეთის ეროვნულმა ნაკრებმა“ პენჯაბის ნაკრებს ანგარიშით 7:6 სძლია.

Print