რეგიონი
თბილისის დელეგაცია სოხუმში ვიზიტს გეგმავს
საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, შესაძლოა სოხუმში გაემგზავროს. როგორც ირკვევა, ვიზიტი, ევროპის საბჭოს ეგიდით იგეგმება. ამ ფორმატით რამდენიმე შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ნეიტრალურ ტერიტორიაზე უკვე გაიმართა.

საქმე ეხება საბჭოთა რეპრესიებს, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, აფხაზეთსაც შეეხო. შესაბამისი დოკუმენტური მასალა საქართველოს შსს-ს არქივებში ინახება. ისინი ხელმისაწვდომი, პირველ რიგში, აფხაზი ისტორიკოსებისთვის გახდა. ევროპის საბჭოს ეგიდით და ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამტომეულის გამოცემისთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთში საბჭოთა რეპრესიებს ასახავს.

სამუშაო ჯგუფი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ამასთან ერთად, იგეგმება, აფხაზი ისტორიკოსების ვიზიტი თბილისში, - წერს "აფხაზეთი ინფო".

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს  არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილიც ადასტურებს, რომელიც პირადად არის ჩართული მოლაპარაკებებში.


Print