დღეს გაგრის რაიონში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებზე: ფსოუ -
220 და ბზიფი - 220 ავარია მოხდა,
იტყობინება „ჩერნომორენერგო“.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ხაზების დაზიანების გამო,
ელექტროენერგია რუსეთის ფედერაციიდან მთელს რაიონს არ მიეწოდება.
ტემპერატურის მატებამ მაღალი ძაბვის ხაზების დაწევა, ძნელადმისადგომ
ადგილებში რელიეფთან შეხება და მოკლე ჩართვა გამოიწვია. პრობლემა
ქსელზე გაზრდილმა დატვირთვამაც გაამწვავა.
ამ დროისათვის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები