მერიამ ბორჯომში მიწვეულ სპორტსმენებს მგზავრობა ვერ დაუფინანსა (ვიდეო)
12:27 / 18.06.2016
სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი რეზო
ბუკია "სპორტის განვითარების" ცენტრის დირექტორს გოჩა ჩიქოვანს
დაუპირისპირადა.
მისი თქმით, ჩიქოვანს მის მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებს, რასაც
ახალგაზრდა სპორტსმენები ეწირებიან.
ის და მისი ოთხი აღსაზრდელი მიწვეული იყო შეკრებაზე ბორჯომში, თუმცა
მგზავრობის ხარჯები მათ არ გამოუყვეს.
"სანამ ეს კაცი იქნება ზუგდიდში ამ სამსახურის უფროსად, ქალაქში
სპორტი არ იქნება. ჩემი პირადი ინტერესი აქვს, წარმატებული მწვრთნელი
ვარ და იმიტომ", -აღნიშნა მან.
ზუგდიდელი ახალგაზრდა მძლეოსნები დღეს საკუთარი ხარჯებით გაემგზავრნენ
ბორჯომში, სადაც სპორტსმენები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრიბებიან და
2017 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებიან.
აქედან, ოთხმა სპორტსმენმა 200 ლარიანი დაფინანსება ქალაქ ზუგდიდის
ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრისგან“ ვერ მოიპოვა.
გოჩა ჩიქოვანმა რადიო "ათინათთან" საუბარში განაცხადა,რომ საქართველოს
მძლეოსნობის ფედერაციისგან ბორჯომში მივლინების თანხაზე მოთხოვნის
შეტყობინება დაგვიანებით შემოვიდა.
ცენტრში რეზო ბუკიასთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენები, მშობლები და
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე იმყოფებოდა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები