რეგიონი
მერიამ ბორჯომში მიწვეულ სპორტსმენებს მგზავრობა ვერ დაუფინანსა (ვიდეო)

სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი რეზო ბუკია "სპორტის განვითარების" ცენტრის დირექტორს გოჩა ჩიქოვანს დაუპირისპირადა.

მისი თქმით, ჩიქოვანს მის მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებს, რასაც ახალგაზრდა სპორტსმენები ეწირებიან.

ის და მისი ოთხი აღსაზრდელი მიწვეული იყო შეკრებაზე ბორჯომში, თუმცა მგზავრობის ხარჯები მათ არ გამოუყვეს.

"სანამ ეს კაცი იქნება ზუგდიდში ამ სამსახურის უფროსად, ქალაქში სპორტი არ იქნება. ჩემი პირადი ინტერესი აქვს, წარმატებული მწვრთნელი ვარ და იმიტომ", -აღნიშნა მან.

ზუგდიდელი ახალგაზრდა მძლეოსნები დღეს საკუთარი ხარჯებით გაემგზავრნენ ბორჯომში, სადაც სპორტსმენები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრიბებიან და 2017 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებიან.

აქედან, ოთხმა სპორტსმენმა 200 ლარიანი დაფინანსება ქალაქ ზუგდიდის ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრისგან“ ვერ მოიპოვა.

გოჩა ჩიქოვანმა რადიო "ათინათთან" საუბარში განაცხადა,რომ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისგან ბორჯომში მივლინების თანხაზე მოთხოვნის შეტყობინება დაგვიანებით შემოვიდა.

ცენტრში რეზო ბუკიასთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენები, მშობლები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე იმყოფებოდა.

Print