რეგიონი
"ფონდი ქართუ" განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებს (ვიდეო)

ზუგდიდის რაიონ სოფელ განმუხურში "ფონდი ქართუს" ინიციატივით

და დაფინანსებით 83,5 ჰა მიწის ნაკვეთზე ბოტანიკური ბაღი გაშენდება.

შესაბამისი ნებართვის გაცემის საკითხს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე უყარა კენჭი. ამასთან დაკავშირებით, შეიქმნა მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი - "განმუხურის ბოტანიკური ბაღი". ა.ი.პ-ის შექმნის და ბოტანიკური ბაღის გაშენების საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

"იმ ტერიტორიაზე ახლა ჭაობია. პროექტზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება, ვადებისა და ფინანსების შესახებ ამის შემდეგ გახდება ცნობილი", - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ.

აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით გადაეცა.


 

Print