რეგიონი
ზუგდიდში "საჰაერო ტაქსი" გატესტეს

დღეს "საჰაერო ტაქსმა" ინგირის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე საცდელი სამარშუტო ფრენა განახორციელა. ზუგდიდის გამგეობის ცნობით, სატესტო ფრენა თბილისი -ზუგდიდი -თბილისის მიმართულებით წარმატებით განახორციელდა.

აღნიშნული სერვისის დანერგვა საზაფხულო სეზონზე იგეგმება.

Print