პოლიტიკა
კორცხელის დეპუტატი აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს
ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
მმართველი პარტიიდან ამირან ლაგვილავა ზედაეწერის აგრობიზნესისა და ტექნოლოგიური კოლეჯის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ დაუდასტურა.

"ამირან ლაგვილავას ჰქონდა სამსახურებრივი გადაცდენები ,რომელიც აისახა აუდიტორულ დასკვნაში. პირველ ჯერზე მან ამ უწყებისგან მიიღო გაფრთხილება,თუმცა ორი თვის თავზეც იგივე განმეორდა. გათავისუფლების დეტალებზე რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია ორშაბათს ისაუბრებს",- განაცხადა მან.

ცნობისთის, ამირან ლაგვილავას 22 მაისს კორცხელში გამართულ შუალედურ არჩევნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა  ვარადებულ ლაშხიამ 10 ხმით მოუგო.
Print