რეგიონი
მერიის საჩუქარი საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, ზუგდიდის მერიის ინიციატივითა
და ფინანსური მხარდაჭერით, საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის კონცერტი გაიმართა. მსმენელების წინაშე ჯგუფები: "UNDER 7" და "მიქსი"წარსდგნენ.

ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებაზე ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და  საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ წარმატებულ ახალგაზრდებს საქართველოს ეროვნული ბანკის საიუბილეო მონეტა, " საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი" საჩუქრად გადასცეს.

საზეიმო კონცერტი ბოლოს ფოიერვერკით დასრულდა.
Print