რეგიონი
სოხუმი სახაზინო სისტემაზე გადავიდა
"სახაზინო სისტემაზე გადასვლით, უნაღდო ანგარიშგებაზე გადავდივართ, ამასთან, ნაღდი თანხების მიმოქცევა რესპუბლიკაში არა უმეტეს 15% - სა იქნება", - ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამმართველოს პრეზენტაციაზე მინისტრმა ამრა კვარანძიამ განაცხადა.

მან დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელობას და რუს კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსეთის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა სტანისლავ პროკოფიევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთში სახაზინო სისტემის დასანერგად, 20-მდე საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა და სამმართველოს თანამშრომლების მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისება გახდა საჭირო.

Print