რეგიონი
ზუგდიდში ეროვნულ გამოცდებზე 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა (ვიდეო)

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზუგდიდში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით, რეგისტრირებული 421 აბიტურიენტიდან მხოლოდ 7 არ გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, გამოცდებს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული რამდენიმე აბიტურიენტიც აბარებს.

"წელს გვაქვს სიახლე - ნახევრად კომპიუტერული ფორმატით ტარდება გამოცდები. ტექნიკური, თუ სხვა სახის შეფერხება არ ყოფილა", - აღნიშნა მან რადიო "ათინათთან" საუბარში. 

აბიტურიენტების ნაწილის თქმით, ტესტები მარტივი იყო, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ის საკმაოდ რთული იყო.

"ჩემთვის მარტივი ტესტები იყო. რაც შეეხება კომიუტერული სისტემით ჩაბარებას, ამ მხრივ კმაყოფილი ვარ", - ამბობს ჯეინ სულავა.

ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო,სადაც 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით პირველ სესიაზე 400 მათგანი არ გამოცხადდა.

Print